მარიშკას ბლოგი

ბლოგერების შეკრება

Posted by: mari91 on: May 3, 2009

დღევანდელი პოსტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რამოდენიმე ბლოგზე, გუშინ ბლოგერების შეკრება ყოფილა. მართალი რომ ვთქვა, კი ვიცოდი ამაზე ადრეც, რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ გადავწყვიტე წასვლა, თანაც მე რა ბლოგერი ვარ, რამდენიმე პოსტი მაქვს სულ, თუმცა ბლოგი 2007-ში დამირეგისტრირებია :) თანაც უცხო ხალხთან არ მიყვარს სადღაც-სადღაც სიარული. იმედია შემდეგ შეხვედრამდე ისე ვიქნები, რომ წამესვლებოდეს.

ისე ძალიან კი მაინტერესებს, რას აკეთებენ ხოლმე ბლოგერები შეხვედრებზე და რანაირები არიან ისინი :)

ნულოვანი დონე

Posted by: mari91 on: May 2, 2009

დღეს უკვე ღმერთმა უწყის მერამდენედ, თუმცა ამჯერად უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ყველაფერი გავანულო და ბლოგის წერას ისევ მივყო ხელი. ფორუმელი ბლოგერების დამსახურებაცაა ეს. ასე რომ წავიდა ესემესებიი…..

მაპატიე დღიურო

Posted by: mari91 on: September 5, 2008

მაპატიე დღიურო, მე ხომ არ მინდოდა შენი ამდენი ხნით მიტოვება, ქარსა და წვიმაში დაგდება. სამაგიეროდ დიზაინი შეგიცვალე და დღეიდან უფრო მეტად მეყვარები, ვიდრე შენი მწვანე წინამორბედი მიყვარდა. ასე რომ, გაიღვიძე ნეო!

…მქონდა ოცნება

Posted by: mari91 on: April 13, 2008

მე მქონდა ოცნება, რომლისაც მჯეროდა…

მე მქონდა მიზანი, რომლის მიღწევაც მინდოდა…

მე მქონდა იმედი, რომელიც მაცოცხლებდა…

მე მქონდა ცხოვრება, რომელიც მიხაროდა…

მერე შენ წახვედი… და ყველაფერი შეიცვალა, დაინგრა, განადგურდა და მე დავრჩი მარტოდმარტო ამ ნანგრევებში… მგლოვიარე…

Tags: , ,

უსათაუროდ

Posted by: mari91 on: December 4, 2007

აუ რა დებილობაა რა, ყველაფერი დებილობაა, ისიც დებილობაა, აქ რომ ვწერ ახლა ამას. დღეს მივხვდი, რომ ცხოვრება მართლაც რომ დებილობაა რა და ყველაფერი იმისთვისაა შექმნილი, რომ შენ ნერვებზე ითამაშოს და წყობიდან გამოგიყვანოს.

დღეს სკოლაში დირექტორს ვეჩხუბე, მაგარი დებილი ქალია, იმინნა უდებილესი, სკოლიდან გაგდებას დაგვპირდა ხუთ გოგოს, თან რის გამო – ბიჭები თქვენი გულისთვის გაკვეთილებზე არ დადიანო, ჩემმა დებილმა ძმამაც ტვინი შეჭამა უკვე რა…

აღარ შემიძლია, როდის გავიზრდები ნეტა :((((

Мне хуево

Posted by: mari91 on: September 29, 2007

ჰო, ვერ ვარ რაღაც კარგად :(  დილიდან რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს ყელში მიჭერს რაღაცა, ყვირილი მინდა და ვერ ვყვირივარ, ტირილი მინდა და ვერ ვტირივარ, კივილი მინდა, ჩხუბი მინდა და დავიდარაბა… და ვერ ვაკეთებ ვერაფერს :(

ამიტომაც ცუდად ვარ… მიშველეთ… :(

ესეც ასე

Posted by: mari91 on: September 24, 2007

ვაშა, ჩემი ლამაზი და საყვარელი ბლოგუშკა მექნება მეც და ვიბლატავებ. აბა დავიწყეთ, ჯერ უნდა გავალამაზო ყველაფერი…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.